пятница, 28 октября 2016 г.

ერეკლე მეორეს რეფორმები

მთავარი კითხვა:როგორ მოიპოვა პირველობა სამხრეთ კავკასიაში ირანის ბატონობისაგან განთავისუფლებულმა ქართლ-კახეთმა?

მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიულ პიროვნებებს:ერეკლე II და თეიმურაზ II.
შეიტყობენ ამიერკავკასიის პირველობისათვის სახანოებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.
შეისწავლიან XVIII ს.საქართველოს რუკას.
გაეცნობიან ერეკლე II-ის როგორც ეკონომიკურ ისე სამხედრო-ადმინისტრაციულ რეფორმებს.

შედეგი და ინდიკატორები:
ისტ.IX.4   მოსწავლე აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართულ სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
. აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე.
. ცხრილში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აჯგუფებენ სახელმწიფოებს,რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა და მიუთითებენ ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და საშინაო ფაქტორებზე.


წინასწარი ცოდნა - ,, გეორგიევსკის ტრაქტატი " ,საქართველოს მეზობელი სახელმწიფოთა:რუსეთი,ირანი,ოსმალეთია ინტერესი საქართველოს მიმართ.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი-სახელმძღვანელო,საქართველოს ისტორია IX კლასი ავტორი- ო.ჯანელიძე, ნ.ირემაშვილი, ლ.თავაძე.
გამომცემლობა-კლიო.
XVIII ს საქართველოს რუკა.
კომპიუტერი, პროექტორი.
მოსწავლეთა მუშაობის ფორმა:ინდივიდუალური,ჯგუფებში.

გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა I - მინი ლექცია თემაზე ერეკლე II -ს ღვაწლი ქართლ-კახეთის სამეფოს გაძლიერებაზე, ამ პერიოდში არსებულ დაპირისპირებაზე ამიერ კავკასიის სახელმწიფოებსა და სახანოებს შორის. (10წთ)
აქტივობა I-ში გამოყენებული იქნება ვიდეო ჩვენება ერეკლე II-ის შესახებ რუსთავი 2 გადაცემა ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია"

აქტივობა II - მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ავსებებნ წინასწარ გამზადებულ ცხრილს. 1) ჯგუფი - რუსეთი,ირანი და ოსმალეთის პოლიტიკა საქართველოში.
2) ჯგუფი - ქვეყნის ეკონომიკური დაუძლურების მიზეზები.
3) ჯგუფი - ერეკლე II-ის სამხედრო - ადმინისტრაციული რეფორმები. (15წთ)

აქტივობა III - მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს XVIII ს რუკას, აღნიშნავენ ერეკლე II-ის მიერ მიერთებულ და დაკარგულ ტერიტორიებს. (10წთ)

აქტივობა IV - წინასწარ მომზადებული კითხვებით ხდება ნასწავლი მასალის შეჯამება.
                                                                                                                                                 (5წთ)

საშინაო დავალება: თემა - ერეკლე მეფის შეფასება, როგორც მეფე და როგორც რეფორმატორი.

შეფასება: განმსაზღვრელი, ჯგუფური მუშაობის სქემის მიხედვით.


ერეკლე II
Heraclius II of Eastern Georgia.jpg
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი:1744
მმართ. დასასრული:1762
წინამორბედი:თეიმურაზ II(გამგებელი)
მემკვიდრე:ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა
ქართლ-კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი:1762
მმართ. დასასრული:1798
წინამორბედი:სამეფო შეიქმნა
მემკვიდრე:გიორგი XII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:7 ნოემბერი1720
დაბ. ადგილი:თელავი
გარდ. თარიღი:11 იანვარი1798
გარდ. ადგილი:თელავი
მეუღლე:ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი (1738-1744)
ანა აბაშიძე (1745-1749)
დარეჯან დადიანი(1749-1798)
შვილები:იხ. სია
დინასტია:ბაგრატიონები
მამა:თეიმურაზ II
დედა:თამარი
ხელმოწერა:King erekle's signature.png
ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
წარუმატებელი 2-4
დამაკმაყოფილებელი 5-7
წარმატებული 8-10
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთშორის მოსმენის და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს,არის ხმაური და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ.ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
დროის ლიმიტი დაცულია
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გადააცდინეს დროს
დაიცვეს სრ







Комментариев нет:

Отправить комментарий